Wednesday, April 20, 2011

ვახტანგ გორგასალზე ინფორმაციის წყარო წიგნი

ვახტანგის ცხოვრებაზე და მის რეფორმებზე წერია წიგნში "საქართველოს ისტორიის ნარკვევებში " მეორე ტომში ამ წიგნში საუბარია იმაზეე რომ ვახტანგ გორგასალზე ინფორმაცი დგეს–დგეობით  არის ძალიან მცირე ჩვენთვის ნაცნობია მხოლოდ ის რომ ვახტანგი გამეფდა დაახლოვებით შვიდი წლის. მისი მეფობის დროს საქართველოს დაპატრონებული იყო ირანი. ირანის შახი ცდილობდა საქართველოში გაევრცელებინა ცეცხლ თაყვანის ცემა და ამის გამო მან საქართველოში გამოგზავნა ხალხი რომლებიც საართველოში ქადაგებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობას. ვახტანგს ბევრჯერ მოუწია ირანისთვის სხვადასხვა ბრძოლებში მონაწილეობა სადაც მან დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც გმირი მეომარი.
ვახტანგმა ჩაატარა ეკლესიების რეორგანიზაცია კერძოდ კი კათალიკოსობის დაწესება, მან კათალიკოსად დანიშნა პეტრე რომელიც ბრძოლებში გაიცნო ასევე ვახტანგმა დანიშნა 12 ეპისკოპოსი. ეს ყველაფერი მას პოლიტიკაში ძალიან დაეხმარა. ვახტანგმა მთელი თავისი მეფობის პერიოდი შეალია იმას რომ ქართველი ხალხი გაენთავისუფლებინა ირანელებისგან მაგრამ საბოლოოდს მან ეს ვერ შეძლო.
 ვახტანგი ყოფილა მეტად ჭკვიანი ,წინდახედული,გამჭრიახი პოლიტიკოსი,სახელმწიფო მოღვაწე და გულადი მეომარი. მას ჯუანშერი აღწერს ასე: "და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა, და ძლიერ ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიოს, უპყრის რქა და დაიჭიროს, და ცხენი ჭურვილი აღიღოს მკართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა "      

No comments:

Post a Comment